LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბასილიას ფილმის “ანას ცხოვრება” მსოფლიო პრემიერა გოტენბურგის კინოფესტივალზე შედგება

46

Ardaidardo.Geნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ანას ცხოვრება” მსოფლიო პრემიერა გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი ასევე წარდგენილია ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

 

“ანას ცხოვრება” ერონული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

გოტენბურგის საერაშორისო კინოფესტივალი შვედეთში 1979 წლიდან იმართება. თავდაპირველად იგი მცირე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ამჟამად კი კინოფესტივალი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ყოველ
წელს 115 000 ვიზიტორს მასპინძლობს და 500-მდე ფილმის ჩვენებას აწყობს.

გოტენბურგის კინოფესტივალი სკანდინავიის ქვყნებში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად არის მიჩნეული.
ფესტივალი 29 იანვარს გაიხსნება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ინგმარ ბერგმანის პრიზით დაჯილდოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები