LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძის ფოტო დავით ნარმანიასთან სოციალური ქსელის ჰიტია – „რა უქენი ამ კაცს?“

17

გუშინ „ჯორჯიან თაიმსის“ დაჯილდოვებას, სადაც ქართული ბიზნესის წარმატებული მოთამაშეები გამოვლინდნენ, უამრავი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის იყო ნინო ნადირაძე-კუზანოვაც, რომელმაც ამ დღის სახსოვრად, სოციალურ ქსელში თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან გადაღებული ფოტო ატვირთა. ფოტო ინგა გრიგოლიამ გადაიღო.

მერთან ერთად გადაღებულ ფოტოს მოწონებებიც ხვდა წილად და სახუმარო შეფასებებიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: „გზებზე არაფერი ჰკითხე?“, „რა დამფრთხალია ნარმანია“, „უფრო გაოცებული. ვაა, ჩემთან ფოტოს გადაღება მოუნდათო“? „ტუზი დაეცა ნარმანიას“, „ნარმანია თბილისის იერსახეს კი არა, ფოტოსაც აფუჭებს, არადა, რა ანგელოზთან დგას“, „გაადიდე და ჩამოკიდე კაბინეტში“, „როგორ არ გიტყდებათ“, „რა უქენი ამ კაცს,ა სეთი სახით როა, მოკლედ, ჯადოქარი ხარ შენ“ – უწერენ ნინო ნადირაძეს სოციალურ ქსელში.

d009443f-c572-4631-9dcd-f8eb238b5b52

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები