სოციალურ ქსელში ვრცელდება ორი ფოტო, რომლებიც „ფეისბუქ“-მომხმარებელმა ბესიკ საბაშვილმა ვაჟა-ფშაველაზე გადაიღო. ეს ადგილები, მისი თქმით, მერიამ შემოღობა. ფოტოებს ასეთი წარწერა აქვს: „ნარმანიას შემოღობილები ვაჟაზე, კოკური კრეაწივი, საფლავის ქვა აკლია შიგნით“.
ფოტოებს სოცქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები წერენ: „მგონი, მაგ ადგილებსაც კომერციული სასაფლაოს სტატუსით გაყიდიან მალე. თან, ძვირად, რადგან თითქმის გაკეთებულია…“ , „დიზაინერი დამითაგეთ“, „ნუ ხარ ინტრიგანი, გამოცხადდა ტენდერი და ყველაზე დაბალი ფასი სასაფლაოების მომწყობმა კომპანიამ დადო. რა შუაშია ნარმანია? ჩვენთან ფასითაა და არა გემოვნება-ხარისხით“, „და მაინც, ვერც ერთი მერი და მთავრობა ევრ არზრდის ერს… ამ გამწვანებას ჩვენ თუ არ მოვუფრთხილდით და არ გადავთელავთ…“, „ოცნების სასაფლაო…“

