დღეს გეომაგნიტური დღეა. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც. წნევის მოულოდნელმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წნევის გაზომვა და, საჭიროებისას, ორგანიზმის წესრიგში მოყვანა შესაბამისი მედიკამენტების მიღებით.
ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენა გვაქვს – პლანეტა პროზერპინა დღეიდან გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშნის 21-ე გრადუსში. ამით იგი მეტად შეუწყობს ხელს პროტესტების, დესპოტიზმის, დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილების განვითარებას, არასამართლიან ბრალდებებსა და ქრონიკული დაავადებების წარმოქმნას. პროზერპინა გარკვეულწილად მძიმე პლანეტაა; იგი ამავდროულად თრგუნავს თავისუფლებას და სხვადასხვა სახის პრობლემებს ქმნის, ამიტომ გმართებთ ყურადღების გამოჩენა.
დღის რეკომენდაციები – დღეს კანონებსა და წესებს ნუ დაარღვევთ. საღამოს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან აურის ენერგოდაბინძურების საფრთხე საკმაოდ მაღალია. მეგობრულ ურთიერთობებში მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები გვამცნობენ თქვენი შემდგომი შემოსავლების შესახებ.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს შესაძლებელი იქნება ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ვენების სისტემა, ფეხის კუნთები, მხედველობა და ნერვული სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სამაგიეროდ, მეტად შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა და ცურვა. ნუ გადაღლით თვალებს.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს საფირონი, აქვამარინი, ციტრინი, ძოწი და ამაზონიტი.
ფერებიდან სასურველია ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი ტონები, რომლებიც საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია პერიოდი ქალწულის, მორიელისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება