LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3825
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დღის 15:52 საათზე და გასტანს 23:35 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

ცის კაბადონზე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს – გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი დღეიდან ერთი წლით გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში. ლომებო, წინასწარ გილოცავთ ამ მოვლენას. მართალია, თქვენ ამ პროცესის ეშხში უფრო მეტად ამ თვის ბოლოდან შეხვალთ და რეალურად მაშინ იგრძნობთ, მაგრამ მაინც გილოცავთ, რადგან თვის ბოლოდან მთელი წლის განმავლობაში გამარჯვების მმართველი პლანეტა იქნება თქვენს ზოდიაქოში, რაც არნახული წარმატების შანსებსა და შესაძლებლობებს გაძლევთ. თქვენ იქნებით ამ მოვლენის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.

ერთი სიტყვით, ეს მოვლენა პირველ რიგში წარმატებას მოუტანს ისეთ ადამიანებს, ვისი მოქმედებაც ჭეშმარიტ სიყვარულს ეყრდნობა – მათ, ვინც არიან აქტიურები, ენერგიულები, კეთილშობილები, აფრქვევენ ოპტიმიზმს, არიან მებრძოლები, უშიშრები, ფლობენ არტისტულ და შემოქმედებით უნარებს. ეს თვისებები წარმატების მომტანია არა მხოლოდ ლომის, არამედ სხვა ნიშნებისთვისაც, ვინც ამ თვისებებს მაქსიმალურად გამოავლენს. ეს პერიოდი წარმატებას მოიტანს ისეთ სფეროებში, როგორიცაა თეატრი, ხელოვნების ფართო სპექტრი, კულტურულ-გასართობი ინდუსტრია, იურისპრუდენცია, დიზაინისა და არქიტექტურის სფეროები, სილამაზის სალონები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

დღის რეკომენდაციები – დღეს თუ აპირებთ უცხოეთში გამგზავრებას, კარგად გაეცანით მათ კანონებს. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ვაჭრობას, ქორწინებასა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

პარტნიორული ურთიერთობები – დღის განმავლობაში შესაძლოა გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ძვლები, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანის არე და კბილები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. მოერიდეთ ტატუს გაკეთებას, მანუალურ მასაჟს, ალერგიული პროდუქტების გამოყენებას, სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.

დღის მინერალები – მინერალებიდან რეკომენდებულია ონიქსის, ქრიზოპრაზის, აქატის, მალაქიტისა და მარჯნის გამოყენება, ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია ქალწულისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია დღე ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები