დღეს გეომაგნიტური დღეა. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები განპირობებულია სავსემთვარეობით. სავსემთვარეობა ნიშნავს მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირებას, რომელიც თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე ხდება. ეს მოვლენა მეტად განაპირობებს ტრავმულ და ავარიულ ტენდენციებს, ცდუნებებს, შეცდომებს, სიჯიუტესა და ხასიათის ცვალებადობას; ასევე გააღვივებს აგრესიის, დეპრესიისა და კონფლიქტების ტენდენციებს, გააუარესებს ჯანმრთელობას და მოიმატებს ტყუილის თქმის ალბათობაც.
დღის რეკომენდაციები – ნუ გასცემთ დღეს დაპირებებს, მათი უმრავლესობა შეიძლება ვერ შესრულდეს, რაც შესაძლოა კონფლიქტების მიზეზი გახდეს. ნეგატიური გამოვლინებების ტენდენცია მაღალია, ამიტომ იყავით ყურადღებით და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგია დღეს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება და პატიება.
მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას. ასევე მოერიდეთ ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციებსა და ქორწინებას. არ არის სასურველი ახალი კავშირების დამყარება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება. დღე სასიკეთოა კოლექციის შესაგროვებლად, სარესტავრაციო სამუშაოებისთვისა და ექსპერტიზისათვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი კარგი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის არე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. სასურველია, დღის განმავლობაში მოერიდოთ ხორციანი საკვებისა და ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას. ასევე მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევასა და პიგმენტური ლაქების მოშორებას.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, გიშერი, აქატი და მალაქიტი, ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ ბეჟ, მწვანე, თეთრ, ყვითელ და ლურჯ ტონებს. მათი გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს პერიოდი მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე არასასურველი გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.