LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სალუქვაძე ფინალს მიღმა დარჩა

22

47 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა.

სალუქვაძე 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის ნახევარფინალურ ეტაპზე მე-3 შედეგით გავიდა. აი, იქ კი, 8 სპორტსმენს შორის მე-6 ადგილი დაიკავა, არადა, ფინალში 4 საუკეთესო ხვდებოდა.

ნახევარფინალში, სადაც სპორტსმებს ხუთ ეტაპად ხუთ-ხუთი გასროლა ჰქონდათ, ნინოს შედეგი 14 ქულა (2, 4, 1, 3, 4) გახლდათ და მან მხოლოდ ჩრდილო კორეელ იონგ სუკ იოს (12) და ბულგარელ ანტოანეტა ბონევას (11) აჯობა.

მე-5 რუსი ეკატერინე კორშუნოვა (16) იყო, ფინალში კი ბერძენი ანა კორაკაკი (19), გერმანელი მონიკა კარში (18), ჩინელი ჯინგჯინგ ჟანგი (17) და შვეიცარიელი ჰეიდი დიეტემ გერბერი (17) გავიდნენ.

საბოლოოდ, ამ დისციპლინაში მე-3 ადგილი გერბერს ერგო.
ნინო სალუქვაძე 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელია. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები მისთვის მე-8 ოლიმპიადაა, რაც სარეკორდო მაჩნენებელია ქართველ ოლიმპიელთა შორის და ერთ-ერთი გამორჩეული მთელს მსოფლიოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები