კომპანია Nissan უახლოეს მომავალში სამოდელო ხაზიდან ჰეტჩბეკ March-ს ამოიღებს. იაპონიის მიღმა მოდელს Micra-ს სახელით იცნობენ და ბრენდმა მისი ბაზრიდან გაქრობა დაბალი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება საშინაო ბაზარს შეეხება და სხვა ქვეყნებში ავტომობილი ისევ ხელმისაწვდომი იქნება.
კონვეიერიდან უკანასკნელი ეგზემპლარები უკვე ჩამოვიდა და უახლოეს მომავალში ეს მარაგებიც გაიყიდება. იაპონიის მიღმა Nissan March-ის რეალიზება 6 ქვეყანაში ხდება. იაპონელ ავტო დილერთა ასოციაციის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ 8 800 სუბკომპაქტურმა ჰეტჩბეკმა იპოვა ახალი მფლობელი. შედარებისთვის, Note-ის 90 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
Nissan-ი March-ს 1982 წლიდან უშვებს და 4 წლის განმავლობაში 2,5 მილიონი ჰეტჩბეკი გაყიდეს. გარდა დაბალი მოთხოვნისა, მოდელის გაყიდვაზე უარის თქმა იაპონური ბრენდის ელექტრომობილებზე ორიენტირებამაც გამოიწვია. 2030 წლისთვის მწარმოებელი 15 ახალი ელექტროქარის წარდგენას აპირებს.