LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan ამერიკაში წარმოებული მანქანების იაპონიაში მიწოდებას დაიწყებს 

123
1428x1428

კომპანია Nissan-მა განაცხადა, რომ  კროსოვერი Nissan Murano-ს ექსპორტს იაპონიაში დაიწყებს. მოდელი მზადდება აშშ-ში, ტენესიში მდებარე ქარხანაში და ამჟამად იაპონურ ბაზარზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

მანამდე მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგეს Toyota-მ და Honda-მაც. ექსპერტების აზრით,„უკუ იმპორტის“ განვითარებას ნაწილობრივ პოლიტიკური მიზნებიც აქვს – კერძოდ, სავაჭრო ბალანსის დაბალანსება აშშ-სა და იაპონიას შორის.

აშშ-ს ვერსიაში Murano აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 241 ცხენის ძალას და 353 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან ერთად მუშაობს 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სრულამძრავიანი სისტემა. ამერიკაში კროსოვერის ფასი დაახლოებით 41 670-დან 49 800 დოლარამდე მერყეობს.

Nissan-ის ხელმძღვანელის, აივენ ესპინოსას თქმით, Murano-ს დამატება გააძლიერებს ბრენდის მოდელურ რიგს იაპონიაში და მომხმარებლებს მეტ არჩევანს შესთავაზებს.

ამერიკიდან იაპონიაში მიწოდება 2027 წლის პირველ თვეებში დაიწყება. პარალელურად, Toyota და Honda-ც გეგმავენ იაპონიაში ისეთი მოდელების გაყიდვას, რომლებიც მანამდე ადგილობრივ ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი – მათ შორის Camry, Highlander, Tundra, Passport და Integra.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები