LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan GT-R Nismo ახალი მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება

34

კომპანიამ Nissan გაავრცელა ახალ თიზერი, სადაც გაკეთებულია მინიშნება იმის შესახებ, რომ სუპერქარი GT-R Nismo ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის ემზადება.

ჯერჯერობით მნიშვნელოვანი დეტალები საიდუმლოდ რჩება. თუმცა, მსოფლიო რეკორდის დამყარება ძალიან მალე მოხდება. ვიდეორგოლი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ რეგიონში დამზადდა და სავარაუდოა, რომ რეკორდის დამყარებაც სწორედ აქ მოხდება.

აღნიშვნის ღირსია შეცვლილი Nissan GT-R Nismo, რომელსაც გაუმჯობესებული გადაცემათა კოლოფი აქვს, მეტი გაგრილებისთვის კი შეცვლილია წინა პანელი, რაც უფრო მძლავრი და დიდი ინტერქულერის მანიშნებელია.

Nissan GT-R Nismo მიჩვეულია რეკორდების დამყარებას, მან უკვე მოიპოვა ”ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის” ტიტული ნურბურგრინგის სარბოლო გზაზე 2013 წელს. მან მთლიანი გზის გავლას 7 წუთი და 08,769 წამი მოანდომა.

უახლესი მოდელის ფასი ამერიკულ ბაზარზე 150ათას დოლარს შეადგენს და კარბონის დეტალებითაა გაწყობილი. წარმოდგენილი ეგზემპლარი მაქსიმალურად შემსუბუქებული და სპორტულია.

ახალ ავტომობილს შეუძლია უახლესი სპორტული დაკიდების სისტემითაც იამაყოს, 20 დიუმიანი მსუბუქი დისკები და უახლესი მოდელის საბურავები კიდევ უფრო სწრაფს ხდის სუპერქარს. კაპოტქვეშ მოთავსებულია 3,8 ლიტრიანი V6 ტიპის Biturbo ძრავი, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაა და 6 სიჩქარიან გადაცემათა კოლოფზე მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები