LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის 1,5 მილიონი ავტომობილი დეფექტის გამო უკან გამოიწვიეს

120
nissan

კომპანია Nissan აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან 1,4 მილიონ ავტომობილს გამოიწვევს. სერვისცენტრებში იაპონური ბრენდის რამდენიმე მოდელს გაგზავნიან, რაც რამდენიმე სახის გაუმართაობას უკავშირდება. დეფექტების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

პრობლემურ მოდელთა შორის სახელდება Note, Kicks, Serena, ასევე ელექტრონული Leaf – ეს მოდელები როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ და აზიურ ბაზრებზე გამოდიოდა. რაც შეეხება შესაძლო დეფექტებს, ექსპერტები ვარაუდობენ – კრუიზ-კონტროლის მკვეთრად გათიშვას, პრობლემურ ფარებს და მოკლე ჩართვის გამო ძრავის გათიშვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები