LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan Leaf ქალებისთვის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს

108
1098x1098 (1)

კონკურსის Women’s Worldwide Car of the Year (WWCOTY – „მსოფლიო ქალთა წლის ავტომობილი“) ჟიურიმ 2026 წლის გამარჯვებული დაასახელა. საუკეთესო ახალ მოდელად აღიარეს ელექტრომობილი Nissan Leaf, რომელიც ახალი თაობის გამოსვლისას კროსოვერის ფორმატში გარდაიქმნა.

ორგანიზატორების განცხადებით, წელს გამარჯვებულის არჩევა განსაკუთრებით რთული იყო, რადგან რამდენიმე მოდელმა ძალიან მსგავსი შეფასებები მიიღო.

ჟიურის წევრების თქმით, Nissan Leaf-მა გაიმარჯვა პრაქტიკულობის, ხელმისაწვდომი ფასისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციის გამო.

ელექტრომობილის ძირითად უპირატესობებად დასახელდა:

  • კომფორტული მართვა;
  • ფართო სალონი;
  • ღირსეული სავალი მარაგი ერთ დამუხტვაზე.

„Nissan Leaf წარმოადგენს ელექტრიფიკაციის გააზრებულ და სრულყოფილ ხედვას – ხედვას, რომელიც ელექტრომობილობას რეალურად კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის“, – განაცხადა კონკურსის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა მარტა გარსიამ.

კონკურსის ჟიურიში შედის 86 ავტოჟურნალისტი ქალი 55 ქვეყნიდან. იანვრის შუა რიცხვებში გამოცხადდა გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში:

საუკეთესო კომპაქტური კროსოვერი – Skoda Elroq

საუკეთესო დიდი SUV – Hyundai Ioniq 9

წლის მსუბუქი ავტომობილი – Mercedes-Benz CLA

წლის სპორტული ავტომობილი – Lamborghini Temerario

საუკეთესო ახალი ოფ-როუდერი – Toyota 4Runner

1 აპრილს გამოცხადდება კიდევ ერთი პრესტიჟული კონკურსის – World Car of the Year-ის მთავარი გამარჯვებული. ფინალში კი მოხვდნენ: BMW iX3, Hyundai Palisade და კვლავ Nissan Leaf.