LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ახალი კვადროკოპტერი შექმნა (ვიდეო)

93

კომპანია Nissan ყოველთვის აქტიურად მისდევდა ტექნოლოგიურ სიახლეებს და მის მომდევნო, ახალ მოდელში მუდმივად ნერგავდა ახალ GPS სისტემებს, სხვადასხვა მულტიმედიურ სერვისებს, მაგრამ ამჯერად კომპანიამ ავტომოყვარულები უფრო მეტად გააოცა.

ავტომწარმოებელმა სპეციალურად შექმნილი კვადროკოპტერი GT-R Drone გამოუშვა, რომელიც სპეციალურად განახლებული სუპერქარის GT-R-ის გადასაღებადაა შექმნილი. იაპონელები აღნიშნულ მოწყობილობას, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ დრონს – ისე მოიხსენიებენ.

კვადროკოპტერი შემუშავებული იქნა კომპანია – Tornado XBlades Racing-ის მიერ, რომელმაც დრონების ჩემპიონატში (World Drone Prix) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატი ჩატარდა დუბაიში. აპარატის წონა შეადგენს 0.7 კილოგრამს, იგი აღჭურვილია აეროდინამიკური კორპუსით, ოთხი ელექტრომოტორითა და 1400 მილი ამპერ/საათიანი ბატარეით.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები