LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა კროსოვერი Kicks-ის წარმოება გადადო, მიზეზი ძარცვაა

119
Nissan

Nissan ახალი კროსოვერის Kicks-ის წარმოებას ერთი წლით გადადებს. იაპონური მწარმოებელი kicks-ის ბაზარზე გამოშვებას 2023 წლის დეკემბრიდან გეგმავდა და მოდელის აწყობა მექსიკის ქარხანაში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ამ გეგმის დაკორექტირება მოუხდათ: ადგილობრივ მიმწოდებელს გარკვეული დეტალები მოჰპარეს და სწორედ ამიტომ, ახალი თაობის მოდელის წარმოება მხოლოდ მომავალი წლიდან თუ დაიწყება.

Nissan-მა გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დაადასტურა, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს. მიზეზად ოფიციალურ განცხადებაში „კომპანიის კონტროლს მიღმა წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ფაქტორი“ დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები