LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა სამაშველო სამსახურისთვის სპეციალური პიკაპი შექმნა

183

Nissan-მა სამაშველო სამსახურისთვის სპეციალური პიკაპი შექმნა. ყველგანმავალი Titan-ის სპეც-ვერსია „წითელ ჯვარს“ გადაეცა და მის გამოყენებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

დიზელის პიკაპი სასწრაფო დახმარების კოპლექტით აღჭურვეს, ასევე მას კლიმატ-კონტროლის სისტემა, საწოლი, სისხლის შესანახი მაცივარი და პირსაბანიც დაუმონტაჟეს. სპეციალური ავტომობილი  Nissan XD Midnight Edition Crew Cab-ის ბაზაზეა აწყობილი. მან 5,0 ლიტრის მოცულობის დიზელის V8 ძრავი მიიღო და წინააღმდეგობების გადალახვა საკმაოდ მარტივად შეუძლია. პიკაპს დამატებითი საწვავის ავზიც დაუმონტაჟეს და მასში 284 ლიტრი დიზელის შენახვაა შესაძლებელი. ასევე, სიახლეს პირველადი დახმარების გასაწევად საჭირო ნივთები, მოძრავი სამზარეულო, მზის პანელები, Wi-Fi და ასევე კარავიც კი მოყვება. და ბოლოს, Nissan-ის თავზე საკმაოდ მოცულობითი საბარგული და დამატებითი განათების სისტემა განთავსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები