მოდელი სახელად S Special Edition ყველგანამავალი Terra-ს ახალი ვერსიაა და მისი დებიუტი ფილიპინების ავტოსალონზე შედგა. ჩვეულებრივი Terra-სგან სპორტული ავტომობილი შეცვლილი დიზაინით, 20 დიუმიანი საბურავებით და ტყავის სალონით განსხვავდება.
Nissan-ის კროსოვერი პიკაპი Navara-ს პლატფორმაზეა აგებული. მოდელი დასაწყისისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვისაა განკუთვნილი და ის ბაზარზე 2,5 ლიტრის დიზელის ძრავით იქნება წარმოდგენილი. ანუ 190 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. გარდა ამისა, Nissan Terra მიიღებს უახლეს მულტიმედიურ სისტემას, რომელიც Apple CarPlay-სა და Bluetooth-ის მხარდაჭერით იქნება უზრუნველყოფილი. ავტომობილში იქნება 360 გრადუსიანი კამერა და ინოვაციური განათება.
აღსანიშნავია, რომ Nissan-ის ყველგანმავალის დებიუტი ჩინეთში მარტისთვის შედგება და ის 184 ძალის მქონე 2,5 მოცულობის ბენზინის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი.


