LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში საახალწლო ნაძვის ხე დადგეს

38
Capture

ნიუ-იორკში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე როკფელერის ცენტრთან უკვე მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის პოლიციის დეპარტამენტმა ტვიტერზე გაავრცელა.

ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრს აჭარბებს, წონა კი 12 ტონაა. ხე მერილენდის შტატიდან ჩამოიტანეს, რამეთუ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დაწყებული ტრადიციის მიხედვით, მთავარი ხე ქალაქის ცენტრში ყოველ წელს სხვადასხვა შტატიდან ხვდება.

განათების საზეიმო ცერემონია პირველ დეკემბერს გაიმართება და ულამაზესი სანახაობის ხილვის შესაძლებლობა ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს იანვრის დასაწყისამდე ექნებათ. ნაძვს 50 ათასი ციმციმათი და ამდენივე ვარსკვლავით შეამკობენ.

საინტერესოა, რომ წლევანდელი ხე 85 წლის იყო და ის მერილენდში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ეზოში იზრდებოდა. მეპატრონეები ძალიან ღელავდნენ, რომ მორიგი ქარიშხლის დროს ხე სახლს არ დასცემოდა, ამიტომ მისი ნიუ იორკში გაგზავნის გადაწყვეტილება ძალიან მოეწონათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები