ნიუ-იორკში „ტესლას“ ქარხანას მწერებმა შეუტიეს. Gigafactory-ს თანამშრომლები რწყილებს ვეღარ აუდიან. როგორც ცნობილია, შრომის დაცვის დეპარტამენტში უკვე ათობით საჩივარი შევიდა როგორც რწყილებზე, ასევე ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ ზომებზე. აფეთქება 9 ნოემბერს დაიწყო და ტოპ-მენეჯერებს მუშების მიმართვაზე თავიდან არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ.
მუშები შექმნილი სიტუაციის ამსახველ არაერთ ვიდეოს ავრცელებდნენ და მიუხედავად ამდენი მტკიცებულებისა, მათმა თხოვნამ შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოიღო. ყოველ ჯერზე ხელისუფლება იმას ამბობდა, რომ საკითხით დაკავებული იყო, თუმცა რეალობაში არაფერი იცვლებოდა.
ერთ დღესაც მათ სპეციალისტები მოიყვანეს და ქარხანაში დეზინფექცია ჩაატარეს, თუმცა პრობლემის მოგვარების ნაცვლად მუშებს ალერგიული რეაქცია დაეწყოთ.
თანამშრომლებს უმტკიცებდნენ, რომ ქიმიკატები ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო, თუმცა მუშებს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.
თუ როგორ მოგვარდება კონფლიქტი, ჯერჯერობით უცნობია. საქმეში უკვე პროფკავშირებია ჩართული და იმას იძიებს დაიცვა თუ არა „ტესლამ“ უსაფრთხოების ნორმები.