LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორმანდია მთელ ზაფხულს შუა საუკუნეების ტურიზმს მიუძღვნის

55

ნორმანდია მთელ ზაფხულს შუა საუკუნეების ტურიზმს მიუძღვნის. რეგიონმა დამსვენებლებისთვის ძალიან ბევრი სიურპრიზი მოამზადა. ექსკურსიები თუ გასართობი თამაშები მხოლოდ ნაწილია იმ აქტივობებს შორის – რომელიც ნორმანდიის ვიზიტორებს ელით. ქვეყნის შუა საუკუნეების მემკვიდრეობა ისტორიის 500 წლიან პერიოდს მოიცავს, მათ შორის 911-დან 1204 წლამდე მიმდინარე 100 წლიან ომსაც. ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, სასახლეები თუ კოშკები მთელი ნორმანდიის ტერიტორიაზეა გაფანტული და მათი ნაწილი უკვე დიდი ხანია რაც იუნესკოს ძეგლთა მემკვიდრეობის სიაშია. ხელისუფლებამ 120 000 ევროს ინვესტიცია ჩადო, რათა აღნიშნული ობიექტები ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გაეხადა.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებისთვის ვინც ნორმანდიაში ჩასვლას ფიზიკურად ვერ ახერხებს ვირტუალური ექსკურსიებიც შეიქმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები