ნორვეგია ახალგაზრდა ტურისტებს გამოფენებითა და იოგით მოიზიდავს. ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდულ ტურისტულ მიმართულებად იქცეს, ამიტომ საინტერესო კამპანია დაიწყო. ის მთლიანად თანამედროვე თაობაზე იქნება ორიენტირებული და მნახველებს ნამდვილ ნორვეგიას – ულამაზესი არქიტექტურით, საინტერესო სამზარეულოთი, სპორტის უცნაური სახეობებით და აქტიური დასვენების საშუალებებით – აჩვენებს. მთები და ჩანჩქერები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოგზაურები ქვეყანას აკითხვენ, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალაქების დათვალიერებაც არანაკლებ საინტერესო იქნება.

