LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიაში ტურისტული გიდი დათვის შეშინებისთვის დააჯარიმეს

58

ნორვეგიაში ტურისტული გიდი დათვის შეშინებისთვის დააჯარიმეს. პორტალ „RTE”-ის ინფორმაციით, ინციდენტი შპიცბერგენის არქიპელაგზე მოხდა. ტურისტთა ჯგუფი თოვლზე სრიალებდა, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მდგომი მტაცებელი შეამჩნია – დათვი მათგან 900 მეტრის მოშორებით იდგა. გიდმაც გადაწყვიტა, მასთან უფრო ახლოს მისულიყო, რათა უკეთ შეეთვალიერებინა, თუმცა ცხოველს შეეშინდა და გაიქცა. შედეგად შპიცბერგენის ადმინისტრაციამ ექსკურსიამძღოლის დასჯა გადაწყვიტა და ის 1,3 ათასი ევროთი დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიაში პოლარულ დათვებს კანონი იცავს და მათი შეწუხება აკრძალულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები