LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოტრ-დამი ექვსი წლის შემდეგ ტურისტებისთვის გაიხსნება

110
6b15df_06181947864645de965a3b102a718abc_mv2

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ცნობილი კოშკები 20 სექტემბრიდან კვლავ გაიხსნება ვიზიტორებისთვის. საშინელი ხანძრიდან 6 წლის შემდეგ ტურისტები საყვარელ ატრაქციას დაუბრუნდებიან, წერს Restaurons Notre-Dame.

ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 69 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ტერასა, საიდანაც მთელი პარიზის ხედი იშლება. იქ ასასვლელად 420 საფეხურის გადალახვაა საჭირო.

ბილეთების გაყიდვა სექტემბრის დასაწყისში დაიწყება და თითო ბილეთი 16 ევრო ეღირება. მაღალი მოთხოვნის გამო, კოშკებში მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი, ონლაინ ჯავშნით.

კულტურული ძეგლის წარმომადგენლები აპირებენ, რომ ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში 400 000 ადამიანამდე შეზღუდონ.

შეგახსენებთ, რომ თავად ტაძარი ღვთის მსახურებისთვის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. რესტავრაცია კვლავ გრძელდება, თუმცა კოშკებისა და ტერასების გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები