LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოუთბუქის ქურდმა მფლობელს საჭირო ფაილები გაუგზავნა და თან ბოდიშიც მოუხადა

48
Thief-stole-the-laptop

ქურდმა, რომელმაც პერსონალური კომპიუტერი მოიპარა, მფლობელს ბოდიშის წერილი გაუგზავნა და თან დაურთო ფაილიც, სადაც სამსახურებრივი დოკუმენტაცია ინახებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ NDTV ავრცელებს.
ქურდმა წერილში თავისი საქციელის მოტივების ახსნაც სცადა.

„ფული მჭირდებოდა, რადგან თავი ძლივს გამაქვს. ვხედავ, რომ კვლევითი საქმიანობით იყავი დაკავებული, ამიტომ პროექტის ფაილს ამ წერილს მივაბამ. თუკი კიდევ გჭირდება რომელიმე სხვა ფაილი, გთხოვ ამის შესახებ ორშაბათის 12 საათამდე გამაფრთხილო, რადგან ამ დროისთვის კლიენტი მყავს ნაპოვნი,“ – დაწერა ბოროტმოქმედმა.

ნოუთბუქის მეპატრონემ წერილი სოც-ქსელით გაავრცელა და ქურდს ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდა. ინტერნეტ მომხმარებელთა აზრით, მას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. „ის ძალიან კარგი ადამიანია, რადგან სხვის შრომას პატივს ცემს და სასწრაფოდ სამსახური სჭირდება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები