LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდი სახლში შეიპარა, კონდიციონერი ჩართო და დაიძინა

121
Untitled-design-1

ინდოეთში ერთ-ერთ სახლში ქურდი შეიპარა, კონდიციონერი ჩართო და დაიძინა. ამის შესახებ News9Live წერს.

კვირას, 2 ივნისს, ქალაქ ლაკჰნაუში, ექიმი სუნილა პანდას მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ მისი სახლის კარი შეღებული იყო. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ექიმი ამ დროს მივლინებაში იმყოფებოდა. მეზობლებმა პანდას დაურეკეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს, ხოლო მან მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მისაღებში მძინარე მამაკაცი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქურდი იყო, რომელიც სახლში რამდენიმე საათით ადრე შეიჭრა. საკმაოდ ცხელი დღე იყო, ქურდმა კონდიციონერი რომ დაინახა, მაშინვე ჩართო, დასასვენებლად მიწვა და როგორც ჩანს, ჩაეძინა. მანამ სანამ დაუპატიჟებელ სტუმარს გააღვიძებდნენ და დააპატიმრებდნენ, პოლიციელებმა მას ფოტო გადაუღეს.

გამომძიებლის თქმით, ქურდის მიზანი რაღა თქმა უნდა, სახლის გაქურდვა იყო, თუმცა გრილ შენობაში დასვენების პერსპექტივა ზედმეტად მიმზიდველი აღმოჩნდა. კაცი დააპატიმრეს და მის ბედს უკვე მოსამართლე გადაწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები