LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google Maps-ის შეცდომის გამო სატვირთოს მძღოლებმა ინდოეთის ველურ ბუნებაში 5 დღე გაატარეს

106
ქირიას NEWS შაბლონი

ინდოეთში, ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებს სატვირთო ავტომობილის ეკიპაჟის გადარჩენა მოუხდათ. მძღოლები Google Maps-ის მიერ შეთავაზებულ მარშრუტს გაჰყვნენ, თუმცა საბოლოოდ უკაცრიელ გზაზე გაიჭედნენ და იქ 5 დღის გატარება მოუწიათ.

სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ცემენტი გადაჰქონდა, GPS ნავიგატორმა ისეთ გზაზე გადაიყვანა, რომელიც ალტერნატიულ მარშრუტზე დაახლოებით 60 კილომეტრით მოკლე იყო. თუმცა არც აპლიკაციამ და არც მძღოლებმა არ გაითვალისწინეს მძიმე სატვირთოსთვის გზის რთული პირობები, რის შედეგადაც ავტომობილი სრულად გაიჭედა.

ადგილზე არ იყო მობილური კავშირი, ხოლო ტერიტორია ველური ცხოველებით, მათ შორის სპილოებით იყო დასახლებული. სამდღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ადამიანების საძებნელად წავიდა, ხოლო მეორე მძღოლმა სატვირთოში კიდევ ორი დღე მარტო გაატარა.

საბოლოოდ მათ დახმარება ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებმა გაუწიეს. ადგილობრივებმა მძღოლებს საკვები და წყალი მიაწოდეს, შემდეგ კი სატვირთოდან ტვირთის ნაწილის გადმოტვირთვაშიც დაეხმარნენ, რათა ავტომობილის გზიდან ამოყვანა შესაძლებელი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Google Maps-ის მითითებებს პრობლემები მოჰყვა. რამდენიმე წლის წინ ტურისტები უელსში Nissan Juke-ით ვიწრო საფეხმავლო ბილიკზე აღმოჩნდნენ და იქიდან თავის დაღწევას ოთხ საათზე მეტი მოანდომეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები