ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში პოლიცია ქალსა და მის თანამზრახველებს ეძებს, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, უკვე ცხრა მამაკაცის მოტყუებაში არიან ეჭვმიტანილები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სქემა ქორწინების სააგენტოს მეშვეობით მოქმედებდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, იოგეშ შინდემ, განაცხადა, რომ ქალი სააგენტოს დახმარებით გაიცნო და მალევე დაქორწინდა. თუმცა ქორწილიდან რამდენიმე დღეში ახალდაქორწინებული მეუღლე სახლიდან ფულითა და ძვირფასეულობით გაუჩინარდა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ვეღარც სააგენტოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. გამოძიების პროცესში კი გაირკვა, რომ მამაკაცი თაღლითური სქემის მეცხრე მსხვერპლი იყო.
პოლიციის ინფორმაციით, ქალი სხვადასხვა მამაკაცზე მხოლოდ ფინანსური სარგებლის მისაღებად ქორწინდებოდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორცხული, რომ დაზარალებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.