ნოვოსიბირსკში, Гараж 24-ის ბლოგერმა ვლადისლავ ბარაშენკოვმა მოძრავი აბანო ВАЗ-2104-სგან გააკეთა. წინათ ამავე მამაკაცმა ჟიგული აბაზანად გამოიყენა. ბარაშენკოვი თავისი აბსურდული და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით არის ცნობილი და ყველა თავის სიგიჟეს საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს.
ამჯერად ვიდეობლოგერმა სალონში აბანოს ღუმელი დაამონტაჟა. მილი გარეთ გამოდის, ამისათვის მამაკაცმა სახურავი გახვრიტა. ძარა ბლოგერმა მოზაიკური ფირით დაფარა, სალონი კი კერამიკული ფილებით გააწყო. შედეგად, სალონში მხოლოდ მძღოლის სავარძელი დარჩა, მგზავრს კი შეუძლია „აბანოში“ დაჯდეს. ამ მომენტისთვის ვლადისლავი ეძებს გოგონას, რომელიც მასთან ერთად ქალაქის ქუჩებში „იბანავებს“.