LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალურად: „რომას“ ახალი მფლობელი ჰყავს

65
116911450-295559768332160-699339249469203613-n

იტალიური „რომა“ ამერიკელმა მილიარდერმა დენ ფრიდკინმა  შეიძინა . აღნიშნულ ინფორმაციას „მგლების“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ გუშინ დასრულდა მას შემდეგ, რაც კლუბის ყოფილმა და ახალმა მფლობელებმა გარიგების ფინანსურ დეტალებზე მოილაპარაკეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის უკვე ყოფილი მფლობელი ჯეიმს პალოტა  დენ ფრიდკინისგან დაახლოებით 600 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის „სერია ა“-ს წლევანდელი სეზონი “რომამ” მე-5 ადგილზე დაასრულა, დღეს კი ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გუნდი “სევილიას” დაუპირისპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები