LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლდ ტრაფორდის ასანთის ასლი

57

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა კრის სკოტმა საყვარელი კლუბის სტადიონის, “ოლდ ტრაფორდის” ასლი გააკეთა. ახალგაზრდა კაცმა ამ საქმეს არ დაიზარა და მთელი 450 საათი დაახარჯა.

სკოტმა მაკეტის შესაქმნელად ასანთის ღერები გამოიყენა. მან ყველა დეტალი გაითვალისწინა, თუნდაც ის, რომ სტადიონის შესასვლელთან გუნდის ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ქანდაკება დგას.

თუმცა, გასაკეთებელი კიდევ დარჩა და სკოტი საკუთარი ”ოლდ ტრაფორდის” სრულყოფილემაბდე მიყვანას გეგმავს, რათა ეს ისტორიული არენა მაქსიმალურად მიახლოებული იყოს მის ქმნილებასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები