რიოში პანორამული კამერის ჩამოვარდნამ 11 წლის გოგონა დააზიანა.
აპარატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამაუწყებლო კომპანიას ეკუთვნის.
ინციდენტი საკალათბურთო არენის სიახლოვეს მოხდა. გვარლიზე დამაგრებული კამერა მოულოდნელად ჩამოვარდა. შედეგად ორმა ადამიანმა ტრავმა მიიღო: 11 წლის გოგონამ ფეხი დაიზიანა, ხოლო ქალბატონი კისრის სპეციალური ფიქსატორით საკაცით წაიყვანეს.
ჩამოვარდნის მიზეზი არ დაუდგენიათ.