LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OnePlus 3 – როგორც ყველა სტანდარტის მსხვრეველი!

40

კომპანია OnePlus-მა როგორც იქნა, ახალი ფლაგმანის შესახებ ანონსი გააკეთა. სმარტფონების ბაზარზე და ჰაი-ტექის ინდუსტრიაში, არსებობს ერთგვარი შეთანხმება, როცა კომპანიები დროს არ უსწრებენ და უბრალოდ ტენდენციურად აგრძელებენ განვითარების პროცესს. გავიხსენოთ ’’სელფის’’ კამერების პიქსელები, როცა მუდმივად უხარისხო იყო წინა კამერა, ხოლო ძირითადი უფრო კარგად ვითარდებოდა. დღეს უკვე ასევე ტენდენციურია წინა კამერების ხარისხის გაუმჯობესება. აღსანიშნია კომპანია OnePlus, რომელიც არანაირ დოგმას არ ექვემდებარება. ისინი გამუდმებით ცდილობენ სიახლეების დაგეგმას და არ ინტერესდებიან ბაზრის სტანდარტებით.

მაშ ასე – OnePlus 3

მეტალის კორპუსი, არც ისე მაღალი ფასი და რაც მთავარია invite-ების გარეშე!

აკუმულატორის ხანგრძლივობა – 3000 მ/ა + სწრაფი დატენვის ფუნქცია – Dash Charge, რომელიც 60%-მდე ტენის ბატარეას 30 წუთში.

მთავარი კამერა – 16 მეგაპიქსელიანია, რომელსაც გააჩნია ოპტიკური სტაბილიზაცია და ლაზერული ავტოფოკუსი. ფრონტალური კი 8 მეგაპიქსელიან Sony-ს მოდულით შემუშავებულ კამერას წარმოადგენს, რომელსაც ასევე გააჩნია ფოტოს სტაბილიზაციის უნარი.

სიახლეებში ასევე აღსანიშნია USB Type-C, რომელიც მწარმოებელმა როგორც დამატებითი პლუსი ისე შემოგვთავაზა, ასევე თითის ანაბეჭდის სენსორი და სხვა დეტალები.

OnePlus 3 წარმოდგენილი იქნება ორი სიმ-კარტაზე მუშაობის შესაძლებლობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები