LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსფორდში სამი მილიონი MINI-ის გამოშვებას ზეიმობენ

46

ოქსფორდის ქარხანაში სამი მილიონი MINI-ის გამოშვებას აღნიშნავენ. საიუბილეო ავტომობილი, რომელიც კონვეირიდან გამოვიდა, ”დამუხტული” უნივერსალი John Cooper Works Clubman გახდა.

MINI-ის წარმოება ოქსფორდში 2001 წელს დაიწყო და დღის განმავლობაში მხოლოდ 300 ავტომობილი იწყობოდა, დღეისათვის წარმოების მოცულობა დღეში 1000 ერთეულამდეა ასული. როგორც მარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოქსფორდში გამოშვებული MINI-ის 80% მსოფლიოს 110 ქვეყნის ბაზარზე ხვდება.

გარდა ოქსფორდის ქარხნისა MINI-ის ბრიტანეთში კიდევ ორი წარმოება აქვს.

საიუბილეო Clubman JCW-ს კაპოტის ქვეშ ბენზინის ორლიტრიანი ძრავია, რომელიც 231 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს კი 6,3 წამში კრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები