გიყვართ ოქტომბერი? რათქმაუნდა გიყვართ. შემოდგომის ფერები, შეცვლილი ჰაერი, მიწის სურნელი ძალიან აღაგზნებს ადამიანებს, აღვიძებს სექსუალურ სურვილებს, რომლებსაც შემდგომში განხორციელება სჭირდება… სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ოქტომბრის თვის სექს-ჰოროსკოპს, რომელიც მოზღვავებული რომანტიული სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.
ვერძი
ოქტომბრის ვარკსვლავები საკუთარი თავით ტკბობას გიწინასწარმეტყველებენ, უფრო კონკრეტულად – არჩევანის თავისუფლებას. თუ თქვენ ჯერ კიდევ მეწყვილის ძიების პროცესში ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ლომის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების თვალში თქვენ პრიორიტეტული იქნებით. გარდა ამისა, თუკი თქვენი შინაგანი ხმა დაძინების საშუალებას არ გაძლევდათ, ამიერიდან თავს ძალიან მშვიდად და თავისუფლად იგრძნობთ, რადგან თქვენი სექსუალური თუ რუტინული ცხოვრება, დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგცემთ. თანაც, თქვენგან დამოუკიდებლად, ნათლად დაინახავთ სამეგობრო წრიდან ვის აინტერესებთ და ვის არა.
იგრძნობს თუ არა თქვენი პარტნიორი თქვენს ცვლილებებს? რა თქმა უნდა კი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ შეიმჩნევს, არ გაბრაზდეთ, არ მოაწყოთ ეჭვიანობის სცენები, ასეთი დამოკიდებულება არანაირ შედეგს არ მოგცემთ. საინტერესოა ისიც, რომ ამ თვეში შეიძლება მოულოდნელი სიყვარული გეწვიოთ.
შემოდგომის სექს-მარათონი : იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენზე არ ახდენს გავლენას რომანტიული ფილმები ან მუსიკალური ვიდეოები, არ აღელვდეთ. ყურადღება უფრო წვრილმან დეტალებზე გადაიტანეთ, იქნება ეს კოქტეილის დამზადება თუ შოპინგი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ სექსით სიამოვნების მისაღებად აუცილებლად პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყოთ.
კურო
ეს სიყვარულია თუ სხვა რამ? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ იპოვნეთ. თუმცა, გრძნობებს საკმაოდ სწორი თვალით უყურებთ. შესაბამისად თქვენთვის სექსი სიყვარულთან ასოცირდება.
მიყვარს თუ არ მიყვარს? ასეთი ტიპის ეჭვებს ვენერა განაპირობებს, სიყვარულისა და ვნების ქალღმერთი. იმისათვის, რომ გრძნობებში გაერკვიოთ აუცილებელია საკუთარ ხმას მოუსმინოთ, ძალიან ინტიმურ სიტუაციებშიც კი. ის ვინც თქვენ მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ, მთელი არსებით თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ და როდესაც ჯადოსნურ სიტყვას „ის-ჩემია“ იტყვით, ყველანაირი ეჭვები გაიფანტება. ასე, რომ ოქტომრის თვეში, საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, ურთიერთობებისთვის არც თუ ისე ცუდი დროა.
შემოდგომის სექს-მარათონი: აუცილებლად მოიწყვეთ შეშლილი უიქენდი, ჩაკეტეთ კარი, გამორთეთ ტელეფონი და ეცადეთ მაქსიმალურად დატკბეთ თქვენი პარტნიორით. ამის შემდეგ თქვენში ცვლილებები დაიწყება, რომელსაც ყველა შეამჩნევს, დანარჩენზე კი ვერავინ შეიტყობს.
ტყუპები
თქვენი სასიყვარულო კოქტეილის იგრედიენტები ასე გამოიყურება: ორიგინალურობა, შეგრძნებები, ურთიერთობები, თამაში და პროვოკაციები – რისი ატანაც თქვენს პარტნიორს ნამდვილად გაუჭირდება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს მეწყვილეს ერთ დღესაც ყელში ამოუვა კამათი და მიგატოვებთ.
ოქტომბრის თვეში თქვენს გრძნობებს მერკური მართავს, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რაიმე სიგიჟე ჩაიდინოთ. თუმცა, თუკი თქვენს მეწყვილესთან ერთად ურთიერთობის დასაწყისს გაიხსენებთ, უმალვე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
შემოდგომის სექს-მარათონი: მოაწყეთ გიჟური საღამოები. ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თავისუფლება და საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ. ჩაატარეთ ექსპერიმენტი : რომელი უფრო მალე შეგამჩნევთ და დაგიწყებთ შებმას. ეცადეთ ნაკლებად მოაწყოთ ეჭვიანობის სცენები, გაითვალისწინეთ, რომ საერთო ჯამში საეჭვიანო თქვენს მეწყვილეს უფრო ექნება ვიდრე თქვენ.
კირჩხიბი
თქვენს ბოლო გადაწყვეტილებაში იმდენი ენერგია იყო ჩადებული, რომ ახალი რომანის დაწყება, თქვენი მხრიდან არასერიოზული საქციელი იქნება. ეს მარტივად აიხსნება: თქვენს მართვას მთვარის სახლი იწყებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიერ დაწყებული ნებისმიერი ურთიერთობა სექსუალურ სურვილებზე კარგად არ აისახება. შეიძლება ოდნავ ეჭვი შეგეპაროთ თქვენი პარტნიორის გრძნობებში, რის გამოც თქვენი ინტერესი მის მიმართ გაქარწყლდება.
ოქტომბერში კარგი იქნება თუ უკან დაიხევთ და დაიცდით, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა ამის მიზეზი. დაიწყეთ საკუთარ თავზე ფიქრი, მაქსიმალურად ეცადეთ მოდუნდეთ და განიტვირთოთ. ამით თქვენი მეწყვილეც კმაყოფილი დარჩება.
შემოდგომის სექს-მარათონი: მაქსიმალურად ეცადეთ საკუთარ თავს რომანტიული გარემო შეუქმნათ. კარგი იქნება თუ თქვენი პარტნიორი თქვენს მცირედ კაპრიზსაც თუ აასრულებს. ბოლოს და ბოლოს ეს მის ინტერესებშიც შედის.
ლომი
კარგია, რომ შემოდგომის უამინდობა ნაკლებად გაშინებთ. მზე, რომელიც თქვენი ნიშნის მფარველია ისეთი ენერგიით გმუხტავთ, რომელიც თქვენს გარდა სხვებსაც ეყოფათ გაზაფხულამდე. თქვენს მიერ გამოყოფილი ენერგიის გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან ადამიანები. შესაბამისად ინტიმურ ცხოვრებაშიც პირველობისკენ მიილტვით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადვილად ეხვევით ხაფანგში, ნამდვილად ძალიან ძნელია უშეცდომოდ გაუძლო თაყვანისმცემლების მთელ არმიას, მაგრამ თქვენს სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ დაშვებულ შეცდომებს მალევე ხვდებით და ასწორებთ. სექსუალურ ცხოვრებაში თქვენთვის სიახლის ძიება ნამდვილად არ არის უცხო. შესაბამისად ნურც ამ ეტაპზე მოდუნდებით, თქვენი თავი მუდამ ყველაზე და ყველაფერზე წინ დააყენეთ.
შემოდგომის სექს-მარათონი: ლომი არც თუ ხშირად არის თავდასხმის ინიციატორი, სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ თქვენი მთავარი იარაღი ისე, რომ თქვენ „სუფთად“ გამოძვრეთ. ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც.
ქალწული
როგორი ვნება იმალება თქვენს ზოდიაქოს ნიშანში… ამ თვის განმავლობაში თქვენ მარსი და ვენერა გმართავთ, შესაბამისად თქვენი ვნება, გრძნობები და სექსუალური ცხოვრება აქტიურ ფაზაში გადადის. ოქტომბერი თქვენი ყველაზე გიჟური სურვილების დაკმაყოფილების თვეა.
თქვენ ტკბებით საკუთარი შესაძლებლობებით, მაგრამ გაინტერესებთ რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი? ამის გასაგებად დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა დაგჭირდებათ. გარდა ამისა, უნდა გახდეთ ძალიან თბილი და რომანტიული. ეცადეთ ნაკლებად იეჭვიანოთ, თუმცა ამის მიზეზი ნაკლებად გექნებათ. საქმე იმაშია, რომ სხვები შეიძლება მასზე ოცნებობდნენ, მაგრამ ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.
შემოდგომის სექს-მარათონი: დაკავდეთ სექსით ერთთან, და იფრიქროთ მეორეზე? რატომაც არა. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს და ნუ დაკომპლექსდებით. მსგავსი აზრები თქვენს სიამოვნებას აორმაგებს.
სასწორი
თითოეული ადამიანი საწოლში ინდივიდუალურია, თუმცა თქვენთვის ეს არ არის მთავარი. თქვენ თვლით, რომ თქვენი პარტნიორი საკმაოდ გამოცდილი უნდა იყოს, რადგან მის გვერით თავი კომფორტულად იგრძნოთ. თუმცა, დამერწმუნეთ, ასე უფრო გაირთულებთ საქმეს.
შემოდგომის სექს-მარათონი: თუ გაქვთ საშუალება აირჩიოთ საჩუქარი დაბადების დღეზე, აუცილებლად რომანტიული მოგზაურობა აირჩიეთ. სასტუმრო ზღვის ნაპირზე, თოლიების ხმა, ცოტაოდენი ალერსი და გრძნობები პლიაჟზე ნამდვილად არ გაწყენთ. ხოლო კარებზე არ დაგავიწყდეთ მიაკრათ წარწერა „არ შემაწუხოთ“ და ბოლომდე ისიამოვნეთ : ეს თქვენი ზეიმია.
მორიელი
თქვენი სტიქია – წყალია და ოქტომბერში, როგორც ჩანს საკმაოდ ღრმად მოგიწევთ ჩაყვინთვა. ძალიან ბევრი რამის შეცვლა და სწორად შერჩევა მოგიწევთ, შეიძლება დაგეგმილი მოგზაურობაც კი გააუქმოთ. ერთი სიტყვით, ნამდვილად არ მოგიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა და ლოდინი. თუმცა, ნუ შეშინდებით, უბრალოდ თქვენ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იბრძვით.
როგორც ჩანს, თქვენი მეწყვილე, ერთადერთია ვინც ნამდვილად გაუძლებს თქვენს საშემოდგომო აურზაურს. მასთან ჩახუტებით თქვენ საომარ ძალებს აღიდგენთ, მუდამ გქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი და სწორედ მასში ეძებეთ გამოსავალი. ხოლო თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გყავთ პარტნიორი, ამ აურზაურში მის მოძიებას ნუ ეცდებით. რაც არის, არის, ჯობს მარტო გაუმკლავდეთ ქაოსს. ადრე თუ გვიან, ყველაფერი დალაგდება.
შემოდგომის სექს-მარათონი: ინტიმური გაჯეტები, ქაოტური გრძნობები და ორალური სექსიც კი – თქვენს ბრძოლისუნარიანობას ერთიორად აამაღლებს. შესაბამისად, ვარსვლავები პარტნიორთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას გირჩევენ.
მშვილდოსანი
სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად მოგიწევთ. საკმაოდ აზარტული ბრძანდებით, მაგრამ ოქტომრის თვეში მაქსიმალურად დაუკვირდით თითოეულ ნაბიჯს, ვარკსვლავები თქვენს აზარტულობაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ.
დამატებით პრობლემას შეგიქმნით ის ეჭვები, რომლებიც ურთიერთობაში გაგიჩნდათ. გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად მოგიწევთ, საკუთარი ინტუიციისა და სურვილების გათვალისწინებით.
შემოდგომის სექს-მარათონი: როდესაც ეცემით, ყველაზე სასიამოვნო რაც შეიძლება იყოს, ეს ვარდნის შენელებაა. შესაბამისად ეცადეთ სექსუალური ურთიერთობების დროს მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ და თქვენს პარტნიორს მეტი სიდინჯისკენ მოუწოდოთ. თქვენი შეგრძნებები, სიამოვნების მიღების ახალი მეთოდის გასაღებია, რომლის მართვაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
თხის რქა
ამბობენ, „პირველი სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანიაო“. როგორც ჩანს, სწორედ ამას გკარნახობთ თქვენი ინტუიცია. საერთო ჯამში, თქვენ ვალდებული ხართ დაემორჩილოთ თქვენი პარტნიორის სურვილებს.
ოქტომბრის თქვეში, თქვე შეიძლება მეგობრებისგან მიიღოთ დახმარება, რაც ნამდვილად არ გაწყენთ. თუ თქვენ გული ცარიელია, არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა შეგახვედროთ ისეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის მეგობარზე მეტი გახდება. ხოლო თუ თქვენს ცხოვრებაში გულისსწორი უკვე არსებობს, მეგობრები მასთან პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. თუმცა საერთო ჯამში, თითოეული ნაბიჯის გადადგმა მაინც დამოუკიდებლად მოგიწევთ.
შემოდგომის სექს-მარათონი: ხანდახან კარგი ეროტიული ფილმის ყურება, სწორედ ისაა რაც თქვენ ენერგიით დაგმუხტავთ. ყველაზე ცხელი სცენებიც კი თქვენს ფანტაზიაში აღიბეჭდება. მაგრამ, კარგი იქნება თუ ამ სცენებს რეალურადაც გააცოცხლებთ თქვენს პარტნიორთან.
მერწყული
ძალიან რთულია მოთოკოთ თქვენი მოუთმენლობა. თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებს მოუთმენლობა არ უყვარს.
მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება? შემოდგომის ვარკსვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილებები დალაგებულად მივიღოთ. ურთიერთობებში ყველაზე სასურველ ეტაპზე არ იმყოფებით და სწორედ ამიტომ, აცადეთ ის საკუთარ რიტმში გაგრძელდეს. მიეცით თქვენს თავს მოდუნების საშუალება და მიყევით მდორე დინებას.
შემოდგომის სექს-მარათონი: როდესაც განმარტოვდებით, შეარჩიეთ კლასიკური ჟანრის ფილმები. ეროტიული სცენები, თქვენს ემოციებს ერთიორად გაზრდის. შესაბამისად მეორე დღისთვის მხოლოდ მგზნებარე კოცნა, საკმარისი არ იქნება.
თევზები
ოქტომბრის დასაწყისში თქვენ მოწოდების სიმაღლეზე დგახართ: შემოდგომის სურნელი თქვენი იმიჯის ცვლილებებს გამოიწვევს. სამსახურში თქვენი თანამშრომლების გაოცების მიზეზი იქნებით. თქვენთვის ყოველი დღე, ახალი შესაძლებლობების დასაწყისი იქნება.
შესაძლებელია, რომ ასეთი ცხოვრების სტილის მიზეზი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები გახდეს. თქვენ მუდამ მზად ხართ მიიღოთ გამოწვევა და მზად ხართ ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ენერგიას სექსუალური აქტიურობით მიიღებთ. ამიტომ კარგი იქნება თუ ენერგიის წყაროს მოძიებას დაიწყებთ.
შემოდგომის სექს-მარათონი: ბრძოლისუნარიანი ხასიათი თქვენს ნებისმიერ პრობლებას ადვილად გადალახავს. თუმცა, ეცადეთ კომლფიქტებისგან თავი შორს დაიჭიროთ. მაქსიმალურად აიყვანეთ თავი ხელში და როდესაც მარტო დარჩებით, აგრესია ჭიქებზე, ან თეფშებზე გადაიტანეთ. სექსის დროს მაქსიმალურად გაინთავისუფლეთ თავი ნეგატივისგან და საუცხოო ორგაზმი გარანტირებული გექნებათ. რაც შემდგომში პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.