LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ავარია 7 წუთში, თანაც სხვადასხვა ქალაქში

46

„კორვეტის“ მძღოლს სხვადასხვა ქალაქში ორი ავარია მოუვიდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 7 წუთში მოხდა.

გამოცემა „New Hampshire Union”-ის ცნობით, შემთხვევა ნიუ-ჰემფშირის შტატში მოხდა. მამაკაცმა პირველი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო და მოგვიანებითაც იგივეს აპირებდა. ის ახალი Corvette-ით გადაადგილდებოდა და პირველი ავარია გოფსტაუნში მოუვიდა, შემდეგ კი მანჩესტერის მიმართულებით გაემართა. რამდენიმე წუთში კი მეორე ინციდენტიც გამოიწვია და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციის მოსვლამდე ის თვითმხილველებმა დააკავეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ორივე ავარიაში დამნაშავე სწორედ „კორვეტის“ მძღოლი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები