LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი Bugatti Chiron სატვირთოს გადასწრების დროს ერთმანეთს დაეჯახა

114
ორი Bugatti Chiron სატვირთოს გადასწრების დროს ერთმანეთს დაეჯახა

ყველა სატრანსპორტო საშუალებამ სერიოზული დაზიანებები მიიღო

მაროკოში Bugatti Chiron-ის ორი ჰიპერქარის ავარია მოხდა. ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც ავტობუსზე დამონტაჟებულმა ვიდეო რეგისტრატორმა გადაიღო და ეს ავტობუსი ფრანგულ მანქანებს ავტო საგზაო შემთხვევის დროს უკან მოჰყვებოდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავიდან ვიწრო გზაზე ავტობუსს სამმა Bugatti-მ გადაუსწრო. შემდეგ ვერცხლისფერი Chiron Super Sport-ის მძღოლმა სატვირთოს გადასწრება გადაწყვიტა. ამ დროს წინ თეთრი Pur Sport მიდიოდა, რომლის მძღოლმაც ასევე გადაწყვიტა დაბალი სიჩქარით მიმავალი მანქანის გადასწრება.

შედეგად მანევრი ერთდროულად ორმა ჰიპერქარმა შეასრულა. ორ ჰიპერქარს შორის დისტანცია საკმაოდ მცირე აღმოჩნდა და მანქანები ერთმანეთს დაეჯახნენ, შემდეგ ერთი მათგანი სატვირთოსაც დაეჯახა, რომელიც საერთოდ გადატრიალდა.

თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ორი ფრანგული მოდელის ღირებულება 4 მილიონ ევროს აჭარბებს, მანქანების შეკეთება იაფი სიამოვნება ნამდვილად ვერ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები