LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმაგი დუბლი: ზაზამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

22

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ჩვენიანი “მინესოტა ტიმბერვულვზთან” თავისი გუნდის რიგებში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მიმდინარე სეზონის გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ფაჩულიამ პარკეტზე 25:27 წუთი გაატარა და ამ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება.

ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი (77.8%) და 3-დან 2 საჯარიმო (66.7%) ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ოთხჯერ მოხსნა.

“გოლდენ სტეიტის” რიგებში ორმაგი დუბლი ზაზასთან ერთად მხოლოდ კევინ დურანტმა შეასრულა, რომელიც საუკეთესო იყო – 39 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. აი, რაც შეეხება შედეგიანობას, ზაზა კევინის გარდა, მხოლოდ კლეი ტომპსონს ჩამორჩა (21 ქულა).

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მინესოტამ” მოიგო – 109:103.

ეს “გოლდენ სტეიტის” ზედიზედ მეორე მარცხია და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მეორე ადგილზე იმყოფება 67 თამაშში 51 მოგებითა და 16 წაგებით. “უორიორზი” მომდევნო მატჩს 15 მარტს, შინ “ლეიკერსთან” ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები