LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათიდან ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული ივლის

48

ორშაბათიდან ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული ივლის – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ტურისტულ ზონებში პატრულის 20 ეკიპაჟი გამოჩნდება.

„ტურისტების რაოდენობა იზრდება ყოველდღიურად და სამართალდამცავებისთვის არის სერიოზული გამოწვევა. თბილისში გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული ლოკაციები. ორშაბათიდან 20 ეკიპაჟი დაიწყებს, ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად კიდევ 20 დაემატება და ვგეგმავთ, რომ იყოს სულ 60 ეკიპაჟი, რომელიც გააკონტროლებს ტურისტულ ზონებს. ჩათვალეთ, რომ არის ტურისტული პატრული,“ – აღნიშნა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები