LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი და ერთსა და იმავე დროს დაორსულდა

115
Capture

აშშ-ში მცხოვრები 4 და ერთსა და იმავე დროს დაორსულდა და დედები რამდენიმე თვიანი სხვაობით გახდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

33 წლის ჯენა, 30 წლის ჯესიკა, 27 წლის ჯორდანი და 25 წლის ჯეიდანი აღიარებენ, რომ ვერასდროს იფიქრებდნენ, თუკი მათ ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა. „ჩვენ ყველანი ბოლო 5 წლის განმავლობაში დავოჯახდით ანუ ეს უბრალოდ მოვლენათა ბუნებრივი განვითარება იყო“, – ამბობს უფროსი და.

დებმა ერთმანეთის ორსულობის შესახებ სხვადასხვა დროს გაიგეს, თუმცა აღდგომის აღნიშვნისას სასიხარულო დამთხვევის შესახებ მთელმა ოჯახმა შეიტყო. „მე სამივე დას აღდგომას გავუმხილე, რომ ორსულად ვიყავი, შემდეგ კი გავიგე რომ ჯეიდანი და ჯენაც ბავშვს ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი შოკი იყო“, – იხსენებს ჯესიკა.

ჯენას უკვე ჰყავს 2 წლის ვაჟი, დანარჩენი სამი და კი დედა პირველად უნდა გახდეს. გოგონები ამბობენ, რომ ეს არის დაუვიწყარი გამოცდილება, გაიარო ორსულობის ყველა ეტაპი დებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ექიმებმა ჯენას და ჯეიდანს მშობიარობის ერთი და იმავე თარიღი დაუსვეს, ხოლო დანარჩენი ორი და მათ რამდენიმე თვით ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები