LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსმა ამერიკელმა დამ საერთო ასაკით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

116
split-image-of-Overall-sisters_t

აშშ-ში, მისურის შტატში მცხოვრები დები მსოფლიოში უხუცესებად აღიარეს – 6 დედ-მამიშვილის საერთო ასაკი 571 წელია. ახალი რეკორდის შესახებ ინფორმაციას გინესის რეკორდების წიგნი ავრცელებს.

უფროსი და ნორმა 101 წლისაა, უმცროსი ელმა კი მხოლოდ – 88 წლის. 5 და დღემდე მშობლიურ შტატში ცხოვრობს, უფროსი კი ოჰაიოშია გადასული.

დებმა ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომი, კორონავირუსის პანდემია და ბევრი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გადაიტანეს.
ისინი ძალიან დიდ დროს ატარებენ ერთად, მოგზაურობენ, პიკნიკებს აწყობენ, ხან კამათობენ და ხანაც ჩხუბობენ.

მათი კარგად ყოფნის მთავარი საიდუმლოც სწორედ ის ოჯახური ურთიერთობებია, რომელიც დებმა დედისგან ისწავლეს და ტრადიცია თავის ოჯახებსაც გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები