LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე გრძელი სენდვიჩის რეკორდი მშიერმა მაყურებელმა ჩაშალა – ვიდეო

102
ქირიას NEWS შაბლონი

არგენტინაში მსოფლიოს ყველაზე გრძელი სენდვიჩის შექმნის მცდელობა მოულოდნელად კრახით დასრულდა – რეკორდის დაფიქსირებამდე რამდენიმე წუთით ადრე მშიერმა მაყურებელმა სენდვიჩის ნაწილების წაღება დაიწყო და პროექტი ჩაშალა.

რეკორდის დამყარებას ქალაქ აველიანედაში მდებარე სტეიკჰაუსი El Tano ცდილობდა. ორგანიზატორების გეგმით, სენდვიჩის სიგრძე 750 მეტრი უნდა ყოფილიყო, რაც მოქმედ მსოფლიო რეკორდს – 735 მეტრს გადააჭარბებდა.

გიგანტური სენდვიჩის მოსამზადებლად დაახლოებით 1,5 ტონა საქონლის ხორცი, დიდი რაოდენობით ლორი, ყველი, ორეგანო და სხვა ინგრედიენტები გამოიყენეს. სამუშაოები დილის 11 საათზე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დაიწყო, სადაც სპეციალურად გაშლილ მაგიდებზე სენდვიჩს ეტაპობრივად აწყობდნენ.

ღონისძიება სოციალურ ქსელებში აქტიურად იყო რეკლამირებული და სანახავად დაახლოებით 30 000 ადამიანი მივიდა. ორგანიზატორები სტუმრებს დაჰპირდნენ, რომ რეკორდის ოფიციალურად დაფიქსირების შემდეგ სენდვიჩის დაგემოვნებას შეძლებდნენ.

თუმცა მომზადების პროცესი მოსალოდნელზე მეტად გაიწელა. შუადღის შემდეგ, როდესაც სამუშაო ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, შეკრებილ ხალხში უკმაყოფილებამ იმატა. საბოლოოდ რამდენიმე მოზარდი დამცავ ბარიერებს გადაახტა და სენდვიჩის ნაწილების აღება დაიწყო. მალევე მათ სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ და ასობით მეტრის სიგრძის კონსტრუქციის დაშლა დაიწყო.

შედეგად, რეკორდის ოფიციალური დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

El Tano-ს წარმომადგენლების განცხადებით, სენდვიჩი თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ხალხმა მისი ნაწილებად გატანა დაიწყო. მათი თქმით, რეკორდამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა.

ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ყველაზე გრძელი სენდვიჩის რეკორდი 735 მეტრს შეადგენს. ეს მიღწევა 2011 წელს დაფიქსირდა და არგენტინელებმა მისი გაუმჯობესება სწორედ ამ ღონისძიებით სცადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები