LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში 440 მეტრის სიგრძის ტირამისუ დაამზადეს – ეს ახალი მსოფლიო რეკორდია

113
ქირიას NEWS შაბლონი

ლონდონში საკონდიტრო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განხორციელდა – ქალაქში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადეს, რომლის სიგრძემ 440 მეტრი შეადგინა.

გიგანტურ დესერტზე დაახლოებით 100 იტალიელი შეფმზარეული ორი დღის განმავლობაში მუშაობდა. მასშტაბიც შთამბეჭდავია: გამოიყენეს 19 000 კვერცხი, 2.2 ტონა მასკარპონე და 128 000 ცალი ორცხობილა.

რეკორდის დასამყარებლად აუცილებელი იყო, რომ ტირამისუ სრულად ადგილზე მომზადებულიყო და აწყობილიყო – სწორედ ასე მოითხოვს გინესის რეკორდების წიგნი. საბოლოოდ, დესერტი სიმბოლურად მეფესა და სამეფო ოჯახს მიუძღვნეს და ზედ ოქროს გვირგვინის ფორმით გააფორმეს.

პროექტის ავტორია იტალიელი კონდიტერი მირკო რიჩი, რომელმაც ეს რეკორდი წარსულშიც დაამყარა. მან 2017 წელს იტალიაში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადა, თუმცა 2019 წელს სხვა იტალიურმა გუნდმა შედეგი გააუმჯობესა – მილანში 273 მეტრის სიგრძის დესერტი შექმნეს.

ახალი შედეგით რეკორდი კვლავ რიჩის დაუბრუნდა. თავად კონდიტერი აღნიშნავს, რომ ტირამისუ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული დესერტია, რომელიც იტალიურ კულინარიაში შეიქმნა.