LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი საუკეთესო ფრაზა გაცნობის საიტზე მიმოწერის დასაწყებად

134

ნტერნეტ-ტექნოლოგიების საუკუნეში ადამიანები სულ უფრო ხშირად ურთიერთობენ კიბერსივრცეში, ამიტომ კითხვა – როგორ დავიწყოთ მიმოწერა, სულ უფრო აქტუალური ხდება. გთავაზობთ, ოთხ უნივერსალურ ფრაზას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ წარმატებული ნაცნობობის გაბმაში.

1. ”მზად ხარ?”
დაიწყეთ ნაცნობობა შეკითხვით, რომელიც ნებისმიერს დააფიქრებს. ამ ფრაზით ურთიერთობის დაწყება ერთის მხრივ დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამდენად მოეწონეთ თქვენს ახალ ნაცნობს და აქვს თუ არა მას იუმორის გრძნობა, მეორეს მხრივ კი, გექნებათ საუბრის თემა.

2. ”რა ფირმის სათვალე / სპორტული ფეხსაცმელი / ქვეყანაა შენს ფოტოზე?”

ამ შეკითხვით თქვენ აგრძნობინებთ მოსაუბრეს, რომ გაინტერესებთ მისი ცხოვრება. თუ დაინტერესებდით რა ფირმის სათვალითაა ის ფოტოზე გადაღებული, მერე კი, იტყვით, რომ თქვენც გინდათ ასეთი, ნებისმიერი ადამიანი თქვენს შეფასებას კომპლიმენტად მიიღებს და ურთიერთობასაც სიამოვნებით გააგრძელებს.

690x460_0xc0a83925_17418021981461757279
3. ”ვხედავ თხილამურებით / კრივით / კლდეზე ცოცვით ხარ გატაცებული. მეც დიდი ხანია მაინტერესებს ეს სპორტი. მომიყევი, როგორ…”

საუბრის დაწყება ახალი ნაცნობის გატაცებებზე კარგი შანსია სწრაფად მოიპოვოთ მისი კეთილგანწყობა. მამაკაცებს არ უყვართ კომფორტის ზონის დატოვება, ამიტომ სიმოვნებით ისაუბრებენ თემაზე, რომელიც კარგად ესმით, მერე კი, თავისუფლად შეიძლება თავის კლუბშიც დაგპატიჟოთ.

4. ”მაპატიე, შემთხვევით ხომ არ იცი?..”

ფრაზას უამრავი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს და თემაც ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, მთავარია, მამაკაცი დარწმუნებული იყოს, რომ ნებისმიერ ქალზე უკეთესად ერკვევა ამ სფეროში. ნუ მოგერიდებათ აჩვენოთ საკუთარი გამოუცდელობა. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალის სისუსტეში განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ხედავენ და დიდი სიამოვნებით აჩვენებენ მათ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები