LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხით ქვემოთ: საქართველო უკან ეშვება

25

ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 საფეხურით დაქვეითდა.

იანვრის რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გუნდი 121-ე პოზიციაზე იყო, დუბაის შეკრების (ფრე უზბეკეთთან და მარცხი იორდანიასთან) შემდეგ კი 263 ქულით 125-ე პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე, სერბეთის ნაკრები რეიტინგში 6 საფეხურით დაქვეითდა და 51-ე ადგილზეა, ხოლო ლატვიის ნაკრებმა, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს ელის მატჩი, 3 საფეხური დათმო და 113-ე პოზციაზეა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას სერბეთის ნაკრებთან ვაისის გუნდი 24 მარტს გამართავს, ხოლო ლატვიელებთან ამხანაგური შეხვედრა 29 მარტსაა დანიშნული. ორივე მატჩს თბილისი უმასპინძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები