პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ფულთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხობს და ჰყვება ამბავს, რომელიც პატარა გოგონასთან დუეტს უკავშირდება. ამ დუეტისთვის, როგორც მომღერალი ამბობს, გოგონას ოჯახს არცთუ მცირე თანხა გამოართვეს ისე, რომ თავად პაატამ არაფერი იცოდა:
„ერთხელ ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა,თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი, ეს რომ გავიგე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი, ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად…“