ტურინულმა ფაბრიკა Foglizzo-მ, რომელიც ტყავის ნაკეთობებზე სპეციალიზრდება, არტ-ობიექტი Pagani Zonda წარმოადგინა. ავტომობილის ძარა საუდელმა მხატვარმა შალემარ შარბატლიმ ხელით მოხატა.
ძარის თითოეული ნაწილისთვის შარბატლიმ სხვადასხვა ფერები გამოიყენა. წინ ლურჯისა და მწვანის შერწყმა დომინირებს. მძღოლის მხრიდან უფრო ცივი, ხოლო მგზავრის მხრიდან უფრო თბილი ფერებია.
შარბატლი თავის ნამუშევარებს „მოძრავ ხელოვნებას“ ეძახის. ის საყოფაცხოვრებო ნივთებს ისე აფერადებს, რომ მაყურებელს კონკრეტული განწყობა შეუქმნას. წინათ, მხატვარმა უკვე შეღება Porsche, რომელიც შემდეგ ლუვრში იყო წარმოდგენილი.
Pagani Zonda-ს წარმოება 2013 წელს შეწყდა. კომპანია ავტომობილებს სპეც შეკვეთით ისევ უშვებს.