LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკიაო „მის სამყაროსთვის“ იბრძოლებს

60

მენი პაკიაო თავის ბოლო ბრძოლას „მის სამყაროს“ გამარჯვებულს მიუძღვნის. ფილიპინელი მოკრივე თანამოქალაქის პია ვურტსბახის გამარჯვებით აღფრთოვანებულია. პაკაო მიიჩნევს, რომ პია ქვეყნის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია. მან კონკურსზე მომხდარი სკანდალი საკმაოდ ღირსეულად გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საღამოს წამყვანს შეეშალა და გამარჯვებულის გვირგვინი შემთხვევით კოლუმბიის წარმომადგენელს დაადგა. თუმცა, შეცდომა მალევე აღმოაჩინეს და ნამდვილი გამარჯვებულიც დაასახელეს.

”ის დამპირდა, რომ გაიმარჯვებდა და გააკეთა კიდეც. გამახსენდა მისი სიტყვები. ეს კი მე მომავალ ბრძოლაში ძალებს შემატებს”, – თქვა პაკიაომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები