LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალერმოს პრეზიდენტი ანარქიას არ ეშვება

61

„პალერმოს“ პრეზიდენტმა 24 საათში მწვრთნელი გააგდო, ახალს ტელეფონით ეჩხუბა და ძველი დააბრუნა.
ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ დავიდე ბალარდინის გადადგომის თაობაზე კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა.  აი ასეთი კაზუსები ხდება სერია ა-ს კლუბში.

Gazzetta dello Sport ცნობით, „პალერმოს“ პრეზიდენტის მოთმინების ფიალა მე-18 ტურში „ფიორენტინასთან“ მარცხის (1:3) შემდეგ აივსო. ექსცენტრიულმა მაურისიო ძამპარინიმ წინა მწვრთნელის, ჯუზეპე იაკინის დაბრუნება მოისურვა , მას სმს-იც მიწერა, მაგრამ მიწერ-მოწერის დროს წაეჩხუბა და გუნდის სათავეში ისევ ბალარდინი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები