LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზელებს სურთ, რომ ავტომობილები კიდევ 500 ქუჩიდან გააძევონ

109
Screenshot 2025-04-09 114031

პარიზში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ქვეითთა ზონის გაფართოებას დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა ავტომობილებისთვის კიდევ 500 ქუჩის დახურვამ დააგროვა, წერს Reuters-ი.

შედეგად ქალაქში 10 ათასამდე საპარკინგე ადგილის გაქრობა იქნება შესაძლებელი.
პარიზის 600 გზიდან 300 უკვე განკუთვნილია მხოლოდ ქვეითებისთვის, მათ შორის 200 ქუჩაზე სკოლა დგას.

აპრილიდან ყველა რაიონის მცხოვრებლებთან დაიწყება კონსულტაციები შესაფერისი გზების შესარჩევად, თითო რაიონში 5-დან 8 გზამდე გახდება საფეხმავლო. ქუჩების ავტომობილებისგან გათავისუფლების პროცესი 3-4 წელი გაგრძელდება.

საინტერესოა, რომ გარდა ქვეითთა ქუჩებისა, პარიზში კვირაობით და დღესასწაულებზე ავტომობილთა მოძრაობას სხვა რაიონებშიც ზღუდავენ. გარდა ამისა, 2024 წლის ბოლოდან ტრანსპორტს მარჯვენა სანაპიროზე მდებარე რაიონებში შესვლაც აუკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები