პარიზს თავისი ოქტობერფესტი ექნება. უკვე მესამე წელია, რაც საფრანგეთის დედაქალაქი ლუდისმოყვარულთა ფესტივალს მასპინძლობს. ბავარიული ლუდის დაგემოვნების საშუალება პარიზელებს პირველად 2015 წელს ქონდათ და მაშინ ლუდის ზეიმს 10 ათასი ადამიანი დაესწრო. გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტი 12 ათასი იყო და წელს კიდე უფრო მეტ ლუდის მოყვარულს ელოდებიან. ფესტივალი 5 ოქტომბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გასტანს. ამის შემდეგ კი ოქტობერფესტი მარსელში გადაინაცვლებს და 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საინტერესოა, რომ პარიზულ ოქტობერფესტზე ლუდის ღირებულება 6,90 ევრო, ხოლო სასუსნავის ფასი კი – 7,50 ევრო იქნება.