5 ადგილი, რომელიც 2024 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოთ

138
paris

მნიშვნელობა არ აქვს თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ, ეს სია შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ.

1. პარიზი, საფრანგეთი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულება 2024 წლის ზაფხულში მილიონობით სპორტის მოყვარულს უმასპინძლებს. ქალაქის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ოლიმპიური თამაშების პატივსაცემად ბევრი ცნობილი მონუმენტი ტრანსფორმირდა და სპორტის გულშემატკივრებს ელის.

2. ახალი ზელანდია მატარებლით
ახალი ზელანდიის ავტომობილით შემოვლა ალბათ ყველა მოგზაურის ოცნებაა. თუმცა, უფრო მარტივი და მოსახერხებელი გზა ამის მატარებლით გაკეთებაა. ახალი ზელანდიის რკინიგზის ნაციონალური ოპერატორი მსურველებს 17-დღიან ტურს სთავაზობს და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს.

3. მაუი, ჰავაი
ჰავაის სიდიდით მეორე კუნძული და ვიზიტორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულება ორთვიანი პაუზის შემდეგ ტურისტების მასპინძლობას გააგრძელებს. გასულ წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჰავაი ვიზიტორებს ახალი ენერგიებით, ბევრად ხელმისაწვდომი ფასებით და ბევრი საინტერესო ატრაქციით უმასპინძლებს.

4. სინგაპური
სინგაპურს მოდერნიზაციის პროცესი თავისი დამოუკიდებლობის დღიდან (1965 წელი) არ შეუწყვეტია. ამჟამად კოსმოპოლიტური ქალაქი-შტატი, რომელიც თავისი სამზარეულოთი, არქიტექტურით და მსოფლიოში გამორჩეული აეროპორტითაა ცნობილი, დამსვენებლებს ყველაზე გამორჩეულ სერვისს სთავაზობს.

5. ჟენევა, შვეიცარია
შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ დასახლებად ითვლება. უდიდესი საბანკო სექტორის მქონე ადგილი, გაეროს და კრისტის აუქციონის სახლის სამყოფელი, მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს. წლის განმავლობაში დასახლება ასობით თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს, გამოფენას, ფესტივალს და კულტურის დღესასწაულს მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები